CRIMINALJUSTICE ACADEMY დაგვიკავშირდით
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების აკადემია

ვასწავლით იმას, რასაც წიგნებში ვერ ამოიკითხავთ

როგორ მუშაობს პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო რეალურ ცხოვრებაში. გაიგეთ ეს იმ პროფესიონალებისგან, რომლებმაც სისტემა შიგნიდან იციან და მის რეფორმებზე იმუშავეს.

განათლებაპროფესიული განვითარებაკვლევაანალიზი
ჩვენს შესახებ

სივრცე, სადაც თეორიული ცოდნა პრაქტიკულ უნარებად იქცევა

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების აკადემია მათთვისაა, ვისაც სურს გაიგოს, როგორ მუშაობს სისტემა რეალურ ცხოვრებაში. აქ ისწავლით კანონისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და განივითარებთ პროფესიულ უნარებს.

აკადემია აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებსაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

ჩვენი მთავარი ღირებულებაა ცოდნა, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა სამართალდამცავ სისტემაში: რეალურ საქმეებზე, სასამართლო პროცესებსა და ინსტიტუციურ რეფორმებზე მუშაობით.

განათლება

ვასწავლით საგამოძიებო, საპოლიციო და საპროკურორო საქმიანობას და სასამართლოში გამოსვლის უნარებს.

პროფესიული განვითარება

ვეხმარებით მოქმედ პროფესიონალებს და კარიერის დამწყებებს, რომ პრაქტიკული უნარები განივითარონ.

კვლევა

ვიკვლევთ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე ცვლილებებსა და ტენდენციებს.

ანალიზი

ვაანალიზებთ სისხლის სამართლის კანონმდებლობას, რეალურ საქმეებსა და პროცესებს.

ჩვენი პროდუქტებით სარგებლობა შეუძლია საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

ექსპერტები

ვინ გასწავლით

პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველობაში დაგროვილი გამოცდილება.

ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ექსპერტი

ყოფილი შსს მინისტრის მოადგილეპროკურორი10+ წელი სწავლება უნივერსიტეტებში
  • მუშაობდა პროკურორად და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. ხელმძღვანელობდა საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის მონიტორინგს, ანალიტიკას, სისხლის სამართლის პოლიტიკასა და ადამიანის უფლებების დაცვას.
  • მონაწილეობდა და თანაავტორია პროკურატურისა და პოლიციის ინსტიტუციური რეფორმის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების, გამომძიებელთა და პროკურორთა საქმიანობის შეფასების სისტემისა და გამოძიების ელექტრონული პროგრამის დანერგვის.
  • წლების განმავლობაში ამზადებდა პროკურორებს, გამომძიებლებსა და პოლიციელებს. არის პროფესიული სახელმძღვანელოების თანაავტორი.
ლონდა თოლორაია

ლონდა თოლორაია

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ექსპერტი

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორიპროკურორი15 წელი სწავლება უნივერსიტეტებში
  • იკავებდა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას. ეს სამსახური იძიებდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
  • მუშაობდა პროკურორად, ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს, პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის ზედამხედველობისა და ანალიტიკურ მიმართულებებს.
  • მონაწილეობდა და თანაავტორია პროკურატურისა და პოლიციის ინსტიტუციური რეფორმის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, შეფასების სისტემისა და გამოძიების ელექტრონული პროგრამის დანერგვის.
  • წლების განმავლობაში ამზადებდა პროკურორებს, გამომძიებლებსა და პოლიციელებს.

ეს არის გამოცდილება, რომელიც წიგნიდან არ ისწავლება.სწორედ მის გასაზიარებლად შეიქმნა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების აკადემია.

კურსები

სასერტიფიკატო პრაქტიკული კურსები

სისხლის სამართლის სფეროში მოქმედი პროფესიონალებისთვის და მათთვის, ვინც ამ მიმართულებით კარიერის დაწყებას გეგმავს.

როგორ ვასწავლით

01

პრაქტიკა და არა მხოლოდ თეორია

ვინ იღებს გადაწყვეტილებებს და როგორ, ვინ ადგენს საპროცესო დოკუმენტებს, როგორ თანამშრომლობენ უწყებები და მხარეები, როგორ იგეგმება საგამოძიებო და საპროკურორო სტრატეგია.

02

მცირე ჯგუფები

ჩვენთვის მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, რომ თითოეულს ინდივიდუალური ყურადღება დავუთმოთ.

03

მოქნილი ფორმატი

მოკლევადიანი და გრძელვადიანი კურსები. ლექციების ძირითადი ნაწილი ონლაინ ტარდება, პროგრამის მიხედვით ფიზიკური შეხვედრებით. კურსის ბოლოს გადაეცემა სერტიფიკატი.

კურსები პროცესის ეტაპების მიხედვით

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

პროგრამა მზადდება

საპოლიციო საქმიანობა

1 თვე, ონლაინ + 2 ფიზიკური შეხვედრა. პროგრამა მზადდება

სპეციალური და ინდივიდუალური კურსები

ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით

უფასოერთკვირიანი მასტერკლასი

მასტერკლასი მალე

გაეცნობით აკადემიის გეგმებს, სწავლების მეთოდებს და გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის მთავარ პრაქტიკულ საკითხებს.

მიიღეთ სიახლეები
კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

ვისთვის არის კურსები?

სისხლის სამართლის სფეროში მოქმედი პროფესიონალებისთვის და ამ მიმართულებით კარიერის დაწყებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. აკადემიის პროდუქტებით სარგებლობა შეუძლია საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

კურსები ონლაინ ტარდება?

ლექციების ძირითადი ნაწილი ონლაინ ტარდება. 1-თვიან და სრულ კურსებს ფიზიკური შეხვედრებიც აქვს.

როგორ მოწმდება ცოდნა?

2-კვირიან კურსებზე ტესტით, 1-თვიან კურსებზე იმიტირებული პროცესით, სრულ კურსზე ტესტით, კაზუსით და იმიტირებული პროცესით.

მივიღებ სერტიფიკატს?

დიახ. კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

როდის იწყება რეგისტრაცია?

რეგისტრაცია მალე გაიხსნება. თარიღებსა და პირობებს Facebook გვერდზე გამოვაცხადებთ. კითხვები გაქვთ? მოგვწერეთ ელფოსტაზე.

კონტაქტი

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ კურსებზე, მასტერკლასზე, ორგანიზაციებისთვის სწავლებაზე ან კვლევით და ანალიტიკურ თანამშრომლობაზე.